ავტორი:

ძმები ტეიტების წინააღმდეგ გამოძიება ამჯერად ფლორიდაში დაიწყო - რას ედავებიან მათ სამართალდამცველები

ძმები ტეიტების წინააღმდეგ გამოძიება ამჯერად ფლორიდაში დაიწყო - რას ედავებიან მათ სამართალდამცველები

ფლორიდაში გამოძიება დაიწყო გავლენიანი ძმების ენდრიუ და ტრისტან ტეიტების წინააღმდეგ. ძმებს ბრალად ედებათ ადამიანებით ვაჭრობა და რუმინეთში ქალების სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა. ენდრიუ ტეიტს ფლორიდაში ბრალი დამატებით, კიდევ ერთ გაუპატიურების საქმეში წაუყენეს.

  • 38 წლის ენდრიუს და მის ძმას, 36 წლის ტრისტანს, დიდ ბრიტანეთშიც ედავებიან გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობას. ძმები ამ ბრალდებებს უარყოფენ.

ძმები დიდი ბრიტანეთიდან რუმინეთში რამდენიმე წლის წინ გადავიდნენ. ისინი პირველად 2022 წლის დეკემბერში დააკავეს, ენდრიუ გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობაში დაადანაშაულეს, ტრისტანი კი ადამიანებით ვაჭრობაში.

ორივემ უარყო ბრალდება და რამდენიმე თვე შინაპატიმრობაში გაატარა. ერთი წლის წინ, 2024 წლის აგვისტოში, მათ ახალი ბრალდებები წაუყენეს, მათ შორის იყო სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან და არასრულწლოვანთა ტრეფიკინგი.

ტეიტებმა მიუხედავად ბრალდებებისა, რუმინეთი დატოვეს და აშშ-ში კერძო თვითმფრინავით გაფრინდნენ.

თებერვლის დასაწყისში რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ტრამპის წარმომადგენელთან, რიჩარდ გრენელთან მან ენდრიუ და ტრისტან ტეიტების საკითხი განიხილა. მინისტრის თქმით, "საუბრისას აშკარა იყო გრენელის მხარდაჭერა ძმების მიმართ". ამ განცხადებიდან მალევე კი ძმებმა, რომლებსაც რუმინეთის დატოვება ეკრძალებოდათ, ქვეყანა დატოვეს.