აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება", მოგვიანებით კი თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი "ღაზის მომავლის" ვიდეო.
ტრამპის თამამ განცხადებას მსოფლიოს მასშტაბით კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა, მათ შორის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საუდის არაბეთის, ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან.
ახალი გეგმის თანახმად, ღაზას დროებით უნდა მართავდეს "ღაზის მართვის კომიტეტი პალესტინის მთავრობის ქოლგის ქვეშ", რომელიც კვალიფიციური ტექნოკრატებისაგან შედგება.
დოკუმენტში ნახსენებია "ჰამასიც" და ნათქვამია, რომ ტერორისტული დაჯგუფება დიდ "დაბრკოლებას" წარმოადგენს, თუმცა ეს საკითხი მოგვარდება ისრაელთან კონფლიქტის მიზეზების აღმოფხვრის შემთხვევაში.
მომდევნო თვეში დიდი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება, რომლის მთავარი მიზანიც ღაზის სექტორის აღსადგენად საჭირო თანხების შეგროვება იქნება.
ღაზის აღდგენის ეს ახალი არაბული გეგმა სამ ეტაპად იყოფა, მათ შორის საწყისი პერიოდი დაახლოებით ექვსი თვე გაგრძელდება, ხოლო მომდევნო ორი ეტაპის განხორციელებას რამდენიმე წელი დასჭირდება.