ავტორი:

"დაქორწინებასაც დამპირდა, მთვრალი პუტინზე ლაპარაკს იწყებდა" - 17 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს გორდონს, რომელსაც ახლა ქართველი ცოლი ჰყავს

"დაქორწინებასაც დამპირდა, მთვრალი პუტინზე ლაპარაკს იწყებდა" - 17 წლის გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს გორდონს, რომელსაც ახლა ქართველი ცოლი ჰყავს

ცნობილ რუს ტელეწამყვან ალექსანდრე გორდონს 17 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს.

  • რუსული მედია აქვეყნებს სავარაუდო მსხვერპლის ისტორიას. მედია არ ასახელებს მის სახელს და გვარს.

სტატიის გმირი ჰყვება, თუ როგორ გაიცნო გორდონი 2010 წელს სატელევიზიო შოუს "დახურული ჩვენების" გადასაღებ მოედანზე. მისი თქმით, ტელეწამყვანს ელფოსტა თავად სთხოვა, რადგან მასთან შეხვედრა სურდა.

მიმოწერა დაიწყეს და როგორც მსხვერპლი იხსენებს, გორდონისგან შეტყობინებები ყველაზე ხშირად ღამით მისდიოდა. ცნობილ მამაკაცთან მიმოწერა გოგონას აბედნიერებდა.

  • რამდენიმეთვიანი მიმოწერის შემდეგ, ტელეწამყვანი გოგონას შეხვედრაზე დათანხმდა. ყავის დალევის შემდეგ კი კაცმა არასრულწლოვანი სახლში დაპატიჟა.

"სასმელი შემომთავაზა, ალკოჰოლი იქამდე არასდროს მიმიღია, მაგრამ დავთანხმდი. როცა მკითხეს, რას ვსვამდი, პირველი რაც გამახსენდა, კონიაკი იყო. ჩემს ყავაში ჩავასხი - ისეთი საზიზღარი არ იყო, როგორც მე წარმოვიდგენდი - ასე რომ, კიდევ დავლიე.

ის ჩემს ასაკზე ლაპარაკობდა. მახსოვს, ასევე საუბრობდა 16 წლის გოგონა, ჟენიაზე, რომელიც, მისი თქმით, ერთხელ მივიდა მასთან შესახვედრად, შემდეგ კი დაორსულდა და აბორტი გაიკეთა. ”ვერ მივხვდი, რატომ მომიყვა”, - აღნიშნა გოგონამ.

  • მსხვერპლის თქმით, სასმლისგან ცუდად გახდა და ტუალეტში შევიდა. რის შემდეგაც გორდონმა ოთახში მოსვენება შესთავაზა.

"მისი შეხებისგან და კოცნისგან გამეღვიძა. ის შიშველი იყო და...“, - იხსენებს იგი. გოგონამ აღიარა, რომ "შეეცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ არ გამოუვიდა". ამ დროს "გაიყინა, სხეული არ ემორჩილებოდა. ჯოჯოხეთურად საშინელი და მტკივნეული იყო, მაგრამ შიშისა და ალკოჰოლის გამო ვერ ვმოძრაობდი".

გოგონა აღიარებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან წლები გავიდა, გადატანილი სტრესის გამო, დღემდე პრობლემები აქვს სექსუალურ ცხოვრებაში. იმ დღეს გორდონს სწრაფად ჩაეძინა და მსხვერპლმა ჩუმად დატოვა ბინა.

"მეტროში თავს ცუდად ვგრძნობდი - ალკოჰოლისა და ჭუჭყის გამო გონება დავკარგე. სახლში მისულმა ტანსაცმელი გადავყარე, თავს ჭუჭყიანად ვგრძნობდი. ბევრჯერ მიგრძნია, რომ ეს ჩემი ბრალი იყო, რომ არ დამელია, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა“.

როგორც გოგონამ განაცხადა, ამ შემთხვევის მერე კაცი ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ ენატრებოდა. შეხვედრები რამდენიმეჯერ განმეორდა. ერთ დღეს კი დაქორწინებასაც დაჰპირდა.

"როცა მთვრალი იყო, ყოველთვის იწყებდა პუტინზე ლაპარაკს და ნანობდა, რომ აღარასოდეს გახდებოდა სოლოვიოვი. მას ასევე უყვარდა თავისი გადაცემების და ინტერვიუების ეპიზოდების ჩვენება, კომენტარს აკეთებდა საკუთარ თავზე და განაწყენებული იყო, რომ აქამდე არ ვუყურებდი“.

გორდონი მეხუთე ცოლთან, სოფია კალანდაძესთან ერთად

ბოლო ინფორმაციით, ალექსანდრე გორდონს წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მისი ყოფილი ცოლის კატია გორდონის თქმით, გოგონები პირიქით, ალექსანდრეს გაუპატიურებას ცდილობდნენ.

"ამიტომ მე უფრო მჯერა იმ ამბის, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს ვიღაცამ გააუპატიურა გორდონი, ვიდრე პირიქით. მგონია, რომ გოგონა იტყუება. ”საშა არასოდეს ყოფილა მიდრეკილი ძალადობისკენ”, - თქვა ქალმა მედიასთან.

ალექსანდრე გორდონი ახლა მეხუთედ არის დაქორწინებული. მისი მეორე და მეხუთე ცოლი ქართველები არიან. ტელეწამყვანის მეხუთე რჩეული არფისტი სოფია კალანდაძეა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა, როდესაც გორდონი 58 წლის იყო, ცოლი კი 20 წლის.

წაიკითხეთ ასევე: