ავტორი:

"კვარა" პარიზში ბრწყინავს - გაუქმებული გოლი და პარიზელების უპირატესობა: PSG-ლივერპულის პირველი ტაიმი დასრულდა

"კვარა" პარიზში ბრწყინავს - გაუქმებული გოლი და პარიზელების უპირატესობა: PSG-ლივერპულის პირველი ტაიმი დასრულდა

პარიზში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში PSG "ლივერპულს" მასპინძლობს.

მატჩი მოლოდინს ამართლებს და პირველ ტაიმში ფეხბურთელებმა სანახაობრივი თამაში, ბევრი საინტერესო მომენტი შემოგვთავაზეს.

  • პირველ ტაიმში უპირატესობა პარიზულ გრანდს ჰქონდა, რომლის რიგებშიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია.

მან გოლიც გაიტანა, თუმცა სამწუხაროდ, თამაშგარე მდგომარეობიდან, შესაბამისად, გოლი გაუქმდა.