პარიზში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში, PSG-მ "ლივერპულს" უმასპინძლა.
უპირატესობა პარიზულ გრანდს ჰქონდა, რომლის რიგებშიც განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია. მან გოლიც გაიტანა, თუმცა სამწუხაროდ, თამაშგარე მდგომარეობიდან - შესაბამისად, გოლი გაუქმდა.
PSG-ს მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია მატჩის 77-ე წუთზე შეცვალა.
მიუხედავად პარიზელების უდიდესი უპირატესობისა, მატჩის 87-ე წუთზე, შეცვლაზე შესულმა ჰარვი ელიოტმა გოლი გაიტანა და "ლივერპული" დააწინაურა. ელიოტმა გოლი მოედანზე შესვლიდან სულ რაღაც 1 წუთში გაიტანა.
მატჩი საბოლოოდ "ლივერპულის" გამარჯვებით 0-1 დასრულდა