ავტორი:

სამხრეთ კორეაში, სამხედრო წვრთნებისას, 8 ბომბი შეცდომით დასახლებულ ადგილას ჩააგდეს - დაშავდა 7 ადამიანი, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია (ფოტო/ვიდეო)

სამხრეთ კორეაში, სამხედრო წვრთნებისას, 8 ბომბი შეცდომით დასახლებულ ადგილას ჩააგდეს - დაშავდა 7 ადამიანი, 4-ის მდგომარეობა კრიტიკულია (ფოტო/ვიდეო)

სამხრეთ კორეის საჰაერო ძალებმა ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მათმა ერთ-ერთმა მოიერიშე თვითმფრინავმა წვრთნების დროს, შემთხვევით, რვა ბომბი არასწორ ადგილას ჩამოაგდო, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

samxreT-korea

გამოცემა წერს, ბომბი ქალაქ პოჩეონში საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა. ოთხის მდგომარეობა მძიმეა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და ეკლესია.

samxreT_korea

“რვა MK-82 ტიპის ზოგადი დანიშნულების ბომბი ნორმიდან გადახვევით იქნა გაშვებული საჰაერო ძალების KF-16 თვითმფრინავიდან და პოლიგონს მიღმა დაეშვა. უკიდურესად ვწუხვართ ბომბების გაუთვალისწინებელი გაშვების გამო, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანება და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, - ნათქვამია საჰაერო ძალების განცხადებაში.

samxret_korea

ქალაქი პოჩეონი ჩრდილოეთ კორეასთან საზღვრიდან 25 კილომეტრში მდებარეობს. საჰაერო ძალების განცხადებით, ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ, როგორც საჰაერო ძალები, ასევე არმია. საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეა პოჩეონში წვრთნებს შეერთებულ შტატებთან ერთად მართავს.

წყარო