ავტორი:

რატომ გამოჩნდა მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ჯვრით?

რატომ გამოჩნდა მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე ჯვრით?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო Fox News-ის პირდაპირ ეთერში შუბლზე ნაცრით გამოსახული ჯვრით გამოჩნდა, ამის მიზეზი "ფერფლის ოთხშაბათი" იყო, რომელიც თეთრ სახლშიც აღნიშნეს - ჩატარდა კათოლიკური მესა.

  • თეთრმა სახლმა თანამშრომლებისთვის ოფიციალურად გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ "ვინც აღნიშნავს ამ დღეს, შეუძლიათ, მსახურებას დაესწრონ".

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, ასევე გაავრცელეს მილოცვა ამ დღესთან დაკავშირებით.

  • "ვუერთდებით ლოცვაში ათობით მილიონ ამერიკელ კათოლიკესა და სხვა ქრისტიანებს, რომლებიც მარხვის წმინდა პერიოდს იწყებენ - ეს დრო სულიერად გვამზადებს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს ვნების, სიკვდილისა და აღდგომისათვის.

მარხვის პერიოდში ქრისტიანები 40 დღე და 40 ღამე ლოცულობენ, მარხულობენ და მოწყალებას გასცემენ, რათა გააღრმაონ თავიანთი რწმენა

დღეს ქრისტეს მიმდევრები შუბლზე ფერფლისგან გაკეთებულ ჯვარს ატარებენ - ეს წმინდა შეხსენებაა ჩვენი მოკვდაობისა, ქრისტეს უსაზღვრო მოწყალებისა და სიყვარულის მუდმივი საჭიროების შესახებ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტრამპის მეორე ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო კათოლიკური რწმენის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან.

  • ცნობისთვის, "ფერფლის ოთხშაბათი“ დიდმარხვის პირველ დღეს აღნიშნავს ანგლიკანურ, კათოლიკურ, ლუთერანულ ეკლესიებში. ნაცრით ჯვრის გამოსახვა კი, სინანულსა და ღვთისადმი ერთგულებას ნიშნავს

წყარო