"რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს", - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუმინეთის ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის საგამოძიებო დირექტორატზე, DIICOT-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ასევე, კრიმინალური დაჯგუფების წევრები არაერთხელ დაუკავშირდნენ უცხო სახელმწიფოს აგენტებს, როგორც რუმინეთში, ისე რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია DIICOT-ის განცხადებაში.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ დაჯგუფების მიზანს კონსტიტუციური წესრიგის დამხობა, ახალი მთავრობის დანიშვნა და ქვეყნის ნატო-დან გაყვანა წარმოადგენდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი გადამდგარი გენერალ-მაიორი, 101 წლის რადუ თეოდორუა.
ცნობისთვის, გუშინ რუმინეთმა დიპლომატიური წესების დარღვევის მიზეზით ბუქარესტში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშე და მისი მოადგილე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.