ავტორი:

რა არის პროტეასომა: ახალი აღმოჩენა იმუნურ სისტემაში, რომელიც ბაქტერიებს კლავს - ის პოტენციური ანტიბიოტიკების "ოქროს მაღაროა"

რა არის პროტეასომა: ახალი აღმოჩენა იმუნურ სისტემაში, რომელიც ბაქტერიებს კლავს - ის პოტენციური ანტიბიოტიკების "ოქროს მაღაროა"

მეცნიერებმა იმუნური სისტემის ახალი ნაწილი აღმოაჩინეს, რომელიც, მათი თქმით, პოტენციური ანტიბიოტიკების "ოქროს მაღაროა". სხეულის იმ ნაწილს, რომელიც ცნობილია ცილების გადამუშავებით, აქვს საიდუმლო რეჟიმი, რომელსაც შეუძლია გამოყოს ბაქტერიების მკვლელი ქიმიკატები.

  • ახალი კვლევა პროტეასომას გარშემო მიმდინარეობდა - პაწაწინა სტრუქტურა, რომელიც გვხვდება სხეულის ყველა უჯრედში. მისი მთავარი როლი არის ძველი ცილების დაჭრა პატარა ნაჭრებად, რათა მოხდეს მათი გადამუშავება ახლის შესაქმნელად.

ექსპერიმენტების სერია, რომელიც დეტალურად არის აღწერილი ჟურნალში Nature, აჩვენებს, რომ პროტეასომა უჯრედის ბაქტერიით დაინფიცირებას ყველაზე ადრე იგებს. შედეგად, ის იცვლის სტრუქტურას და როლს - იწყებს ძველი ცილების იარაღად გარდაქმნას, რომელსაც შეუძლია ბაქტერიების გარე ფენის გახსნა და მოკვლა.

  • "ჩვენ აღმოვაჩინეთ იმუნიტეტის ახალი მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს თავი დავიცვათ ბაქტერიული ინფექციებისგან" - ამბობს პროფესორი იფატ მერბლი.

ტესტირება ჩაუტარდათ ლაბორატორიაში მზარდ ბაქტერიებს და პნევმონიითა და სეფსისით დაავადებულ თაგვებს. როდესაც უჯრედებს პროტეასომა გაუუქმეს, აღმოაჩინეს, რომ ისინი ბევრად უფრო ადვილად ინფიცირდებოდნენ ბაქტერიებით.

პროფესორ დანიელ დევისის თქმით, დასკვნები იყო "უკიდურესად პროვოკაციული და ძალიან საინტერესო", რადგან ისინი მთლიანად ცვლიან წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის ჩვენი სხეული ინფექციას.

წყარო