ავტორი:

"როცა უკრაინაში ვიყავი არსებობდა საფრთხე, რომ თუ ჩამოვიდოდი დამაკავებდნენ. მე იქ გავაკეთე რაციონალური არჩევანი" - ზვიად ცეცხლაძე

"როცა უკრაინაში ვიყავი არსებობდა საფრთხე, რომ თუ ჩამოვიდოდი დამაკავებდნენ. მე იქ გავაკეთე რაციონალური არჩევანი" - ზვიად ცეცხლაძე

არ არსებობდა შეთანხმება და ორგანიზება, წინასწარ განზრახული არაფერი არ იყო. მაშინ მთლიან აქციას უნდა გვედავებოდეთ ერთსა და იმავეს , - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა, ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • ზვიად ცეცხლაძის განცხადებით, მსგავსი საქმე, რასაც მას ედავებიან, აქციაზე მყოფი 20 000 ადამიანიდან, ნებისმიერზე შეიძლება “შეკრან”.

"პრეცედენტული იქნება ეს პროცესები. ეს სასამართლო მომავალში იქცევა “ქეისად”. დაცვისა თუ ბრალდების მხრიდან ნებისმიერი ქმედება ეს იქნება სამაგალითო შემდეგი თაობისთვის.

ბრალდების მხარეს მინდა მივმართო, არაა, აუცილებელი ერთმანეთს იცნობდნენო. მუხლი, რომელსაც მედავებიან, გულისხმობს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას. როდესაც საუბარია ჯგუფზე, შეუძლებელია მასში მყოფი ადამიანები არ იყვნენ ერთმანეთთან იმდენად დაკავშირებული, რომ მათ შორის მინიმუმ ნაცნობობა არ არსებობდეს. თუ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, შეიძლება არსებობდეს ბრალდება, რომ ჩვენ რაღაც დავაშავეთ, მაგრამ თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაშინ ამ დანაშაულებს ჯგუფის სახით კი არ უნდა გვედავებოდეთ, ინდივიდუალური სახე უნდა ჰქონდეს. თუ ვსაუბრობთ ჯგუფზე, მინიმუმ ფსიქოლოგიური განზრახვა უნდა არსებობდეს იმისა, რომ ერთად რაღაც კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ ეს არის ჯგუფური, პლუს ამბობს, რომ არ არის აუცილებელი ჩვენს შორის იყოს რაიმე მკაფიო ნაცნობობა ან თანაორგანიზება, მაშინ ნებისმიერზე ადამიანზე, ვინც იმ დღეს აქციაზე იყო, შეგიძლიათ შეკრათ ასეთი საქმე. გამოდის, რომ 20 ათასი ადამიანი არის ძალადობრივი ჯგუფური ქმედების თანამონაწილე. ახსენეთ ბარიკადები, ბარიკადები ნამდვილად გაკეთდა, ჩემის აზრით, ეს იყო თავდაცვის მიზნით, მაგრამ ნამდვილად გაკეთდა. ბარიკადების შექმნაში ათასობით ადამიანს შეჰქონდა თავისი წვლილი. არ არსებობდა შეთანხმება და ორგანიზება, წინასწარ განზრახული არაფერი არ იყო. მაშინ მთლიან აქციას უნდა გვედავებოდეთ ერთსა და იმავეს.

ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს, რომ ადგილზე გაცნობის საშუალება არსებობდა ან სადმე ერთად თანავარსებობდით. ამის გარეშე კი ფიზიკურად შეუძლებელი ორგანიზებული სახე ჰქონოდა.

მიმალვის საფრთხეზე როცა ილაპარაკეთ, არგუმენტად მოიყვანეთ, რომ მძიმეა მუხლი და არის საფრთხე რომ მივიმალოთ, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ, რომ არცერთი არ ვართ ნასამართლევი და სპეკულირებთ, რომ ბრალდებას გვდებთ, რომ ჩვენ ეს ჩავიდინეთ. გავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლო სანამ ჩაქუჩს არ დაარტყამს, სასამართლოსთვისაც კი უდანაშაულოები ვართ. როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ უსამართლობისკენ ვართ მიდრეკილი. ინდივიდუალური ბიოგრაფიები ამაზე არ მიუთითებს. გაქცევის საფუძველზე როცა საუბრობთ, არავინ არსად გავქცეულვართ. არსებობს ალტერნატიული შემაკავებელი საშუალებები.

ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. როცა უკრაინაში ვიყავი არსებობდა საფრთხე, რომ თუ ჩამოვიდოდი დამაკავებდნენ. მე იქ გავაკეთე რაციონალური არჩევანი“, - განაცხადა ცეცხლაძემ.

წაიკითხეთ ასევე: