ავტორი:

"ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ "ასქროლავთ"  - ორთაჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

"ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ "ასქროლავთ"  - ორთაჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ორთაჭალაში 5 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, ვალენტინა ასიტაშვილი, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა, "ნიუჰოსპიტალში" გარდაიცვალა.

როგორც კლინიკაში ამბობენ, დაშავებულს ოპერაცია ოპერატიულად ჩაუტარდა, მაგრამ მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. საზოგადოებისთვის ცნობილია, ორთაჭალაში, კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და ფეხით მოსიარულე ქალბატონს დაეჯახა, დაზიანდა სამი ავტომობილიც. ადგილზე დაიღუპა ძაღლი, რომელიც დაშავებულ ქალბატონს ხელში ეჭირა..

  • "იორკის" ჯიშის პატარა ძაღლი ეჭირა ხელში, ადგილზე დაიღუპა ძაღლი და დაშავდა ორი ადამიანი. ჩემი მეზობელი შოკირებული იყო. შეესწრო ამ ფაქტს და თვითონაც სასწაულად გადარჩა. ამბობს, თვალებიდან არ ამომდის, როგორ ფანტანივით სდიოდა სისხლი დაშავებულსო. მერე ითქვა, რომ მოკვეთეს მას ფეხიო. ახლა გავიგეთ, რომ გარდაცვლილა, ასეთი დაუცველი არ უნდა იყოს ფეხით მოსიარულე, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამ ტრაგედიას",- ამბობს ადგილობრივი.

ამ შემზარავ ავარიას ხალხის პროტესტი მოყვა. იმ ქუჩის მაცხოვრებლებმა აქციაც გამართეს. ისინი ქალაქის მერიას, ადგილობრივ გამგეობას მოუწოდებენ მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ მსგავსი ტრაგედიები არ დატრიალდეს. ხალხი შეშფოთებულია, რადგან ეს არ არის პირველი შემთხვევა, ადრე იმ ადგილას ქვეითი დაიღუპა. 2023 წელს დაგორდა სატვირთო მანქანა და მაშინ მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ადგილობრივები თვლიან, რომ დაუცველები არიან.

"ძალიან სამწუხარო ამბავი გავიგეთ, გარდაცვლილა ქალბატონი ვალენტინა. ბეჟან კალანდაძის ასახვევში მოხდა ეს ტრაგედია, ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა, ეს ის ადგილია, სადაც ერთი წლის წინ სატვირთო დაგორდა და მოზარდი შეიწირა. არავინ აღარ არის დაცული, სახლიდან გასვლის უნდა გეშინოდეს ადამიანს. რას აკეთებს ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო, რას აკეთებს კრწანისის გამგეობა, თბილისის მერია, კიდევ რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს ამ ადგილას. შესაბამისი ზომები ხომ უნდა მიეღოთ იმ დიდი ტრაგედიის შემდეგ. აქვე სკოლაა, ამ ქუჩაზე უამრავი ბავშვი მოძრაობს. საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს სატვირთო მანქანები, რადგან საშიში ადგილია. უკვე მეორე სიცოცხლე დასრულდა. მაშინ "კამაზმა" შეიწირა თხუთმეტი წლის ბიჭი, ახლა ეს ქალბატონი. რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს? არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო, ღიმილით მოგესალმებოდა, უზომოდ მეწყინა მისი გარდაცვალება. სასწრაფოდ უნდა მიიღონ ზომები, ასე გაგრძელება არ შეიძლება. შიშით უნდა იაროს აქ მაცხოვრებლებმა? დღის განმავლობაში უამრავი ბავშვი მოძრაობს",- ამბობს ამაზე ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი თამარი და ისიც რეაგირებას ითხოვს...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: