ავტორი:

"თუ არ გადაიხდიან, მათ დაცვას არ ვაპირებ" - რას ამბობს დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრებზე და პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე

"თუ არ გადაიხდიან, მათ დაცვას არ ვაპირებ" - რას ამბობს დონალდ ტრამპი ნატო-ს წევრებზე და პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ არ დაიცავს ნატო-ელ მოკავშირეებს, თუ ისინი საკმარისს არ გადაიხდიან საკუთარი თავდაცვისთვის.

  • ”საღი აზრია, არა? თუ არ გადაიხდიან, მე მათ დაცვას არ ვაპირებ, არა, მათ დაცვას არ ვაპირებ“, - განუცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს წევრები მისი მეგობრები არიან, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, დაიცავს თუ არა საფრანგეთი ან "სხვა რამდენიმე ადამიანი“ შეერთებულ შტატებს კრიზისის მომენტში.

"თქვენ გგონიათ, რომ ისინი მოვლენ და დაგვიცავენ? არც ისე დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა უკრაინისა და რუსეთის საკითხზე.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.

"ვფიქრობ, უკრაინას სურს გარიგების დადება, რადგან მათ არჩევანი არ აქვთ. მე ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება, რადგან გარკვეული სხვა გზით - სხვა გზით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი - მათაც არ აქვთ არჩევანი," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპს ჰკითხეს, ჩავა თუ არა ის საუდის არაბეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე მივდივარ საუდის არაბეთში", - აღნიშნა ტრამპმა