ავტორი:

ჰოლივუდის ვარსკვლავი ფანებმა ვერ იცნეს - მედია უჩვეულო ფორმაში მყოფი ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფოტოებს აქვეყნებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი ფანებმა ვერ იცნეს - მედია უჩვეულო ფორმაში მყოფი ყველასთვის საყვარელი მსახიობის ფოტოებს აქვეყნებს

ჰოლივუდის ვარსკვლავი, მეთ დეიმონი პაპარაცებმა საბერძნეთში შენიშნეს, სადაც მსახიობი კრისტოფერ ნოლანის ფილმის გადაღებებზე ჩავიდა. ნოლანი ჰომეროსის "ოდისეას" იღებს, ხოლო დეიმონი ფილმში მთავარ როლს ასრულებს.

54 წლის მსახიობი აეროპორტში შენიშნეს, თუმცა ის სრულიად სხვაგვარად გამოიყურებოდა და ფანებს გაუჭირდათ ცნობა. მეთ დეიმონს გრძელი წვერი და ულვაში ჰქონდა, ეკეთა სათვალე და ქუდი.

ნოლანის ახალ ფილმში მეთ დეიმონს ოდისევსის როლში ვიხილავთ. გადაღებები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას იქნება, ამ ეტაპზე კი საბერძნეთში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ფილმს IMAX კინოტექნოლოგიის გამოყენებით იღებენ. კინოთეატრებში კი კინოსურათი 2026 წლის 17 ივლისს გამოვა.