ავტორი:

SpaceX-ს ზედიზედ მეორე რაკეტა აუფეთქდა - გადაიღეს კადრები, როგორც ჩამოცვივდა ციდან რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები

SpaceX-ს ზედიზედ მეორე რაკეტა აუფეთქდა - გადაიღეს კადრები, როგორც ჩამოცვივდა ციდან რაკეტის ცეცხლმოკიდებული ნაწილები

ტეხასში SpaceX-ის მორიგი რაკეტა გაუშვეს და ის ამჯერადაც აფეთქდა. შემთხვევის გამო ფრენები შეჩერდა და ციდან ჩამოცვენილი ნამსხვრევების შესახებ გაფრთხილებები გაიცა.

  • SpaceX-მა დაადასტურა, რომ უპილოტო ხომალდმა კოსმოსში ასვლისას "სწრაფი დაშლა“ განიცადა და მიწასთან კომუნიკაცია დაკარგა.

გიგანტური SpaceX Starship - ყველაზე დიდი რაკეტა ისტორიაში - გაშვების შემდეგ კონტროლიდან გამოვიდა. დაშავებულების ან ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ კარიბის ზღვის კუნძულებზე მყოფმა მოსახლეობამ გადაიღო, როგორ ჩამოცვივდა ციდან ცეცხლმოკიდებული ნამსხვრევები.

ეს რაკეტის მერვე სატესტო მისია და ზედიზედ მეორე წარუმატებელი გაშვება იყო. 123-მეტრიანი კოსმოსური ხომალდი ერთსაათიანი ფრენის შემდეგ დედამიწის ორბიტიდან ინდოეთის ოკეანისკენ უნდა დაბრუნებულიყო.

"დღევანდელი ფრენა კი Starship-ის საიმედოობის გასაუმჯობესებლად დამატებით გაკვეთილებს გვასწავლის", - ნათქვამია SpaceX-ის განცხადებაში.

ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნამსხვრევები წინასწარ განსაზღვრულ ზონაში უნდა დაცემულიყო და ის ტოქსიკურ მასალებს არ შეიცავდა. კომპანიამ ასევე მათ, ვინც რაკეტის ნაწილებს წააწყდება, ელფოსტასა და ტელეფონის ნომერზე დაკავშირება სთხოვა.

  • თავად მასკს აფეთქებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

წყარო