ავტორი:

პროტესტის მე-100 დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია (ფოტო)

პროტესტის მე-100 დღე - რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია (ფოტო)
  • ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი

პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს - რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოდან წამოსული მარშები საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ, სადაც მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.

"საქართველო ადექი, აჯანყდი"; "ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უწყვეტი პროტესტის მე-100 დღესაც უცვლელია - გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები და დაინიშნოს ახალი არჩევნები.