ავტორი:

აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც შეყვარებულის მშობლები მოკლა - "სასიკვდილო ინერციასა და ელექტროსკამზე უარი თქვა, ამიტომ დახვრიტეს"

აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც შეყვარებულის მშობლები მოკლა - "სასიკვდილო ინერციასა და ელექტროსკამზე უარი თქვა, ამიტომ დახვრიტეს"

აშშ-ში სიკვდილით დასაჯეს მამაკაცი, რომელმაც 2001 წელს შეყვარებულის მშობები დახოცა. 67 წლის ბრედ სიგმონი, პარასკევს, ბროდ რივერის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დახვრიტეს. ის გარდაცვლილად 18:08 საათზე გამოცხადდა.

სიგმონდი 2010 წლის შემდეგ პირველი ადამიანია, რომელსაც დახვრეტა მიესაჯა. ადვოკატების თქმით, მსჯავრდებულმა სასიკვდილო ინერციასა და ელექტროსკამზე უარი თქვა.

მისი ბოლო განცხადება იყო - "სიყვარული და მოწოდება ჩემს ქრისტიანებს, დაგვეხმარონ სიკვდილით დასჯის გაუქმებაში". პარასკევს ციხესთან ათობით მომიტინგე შეიკრიბა - ისინი სიკვდილის დასჯას აპროტესტებენ.

აღსანიშნავია, რომ სასჯელის აღსრულებას ესწრებოდნენ მსხვერპლის ოჯახის წევრები, სიგმონის ადვოკატი და სულიერი მრჩეველი, პროკურატურის ადვოკატის წარმომადგენელი, შერიფის გამომძიებელი და მედიის სამი წევრი.

სამხრეთ კაროლინამ 2022 წელს 54 000 დოლარი დახარჯა თავისი საცეცხლე რაზმის აპარატის ასაგებად. ეს მოიცავდა მოწმეთა კაბინაში ტყვიაგაუმტარი შუშის დაყენებასაც. ადვოკატის თქმით, სიგმონმა ბოლო დღეები იმ ადამიანებზე ფიქრში გაატარა, რომლებსაც სიკვდილით დასჯის დროს დაუმეგობრდა. მან გააზიარა სიგმონის ბოლო ვახშამიც - ოთხი ცალი შემწვარი ქათამი, მწვანე ლობიო, დაფქული კარტოფილი სოუსით, ორცხობილა, ჩიზქეიქი და ტკბილი ჩაი.

სიგმონის მხარდამჭერებმა და ადვოკატებმა სამხრეთ კაროლინას გუბერნატორ რესპუბლიკელ ჰენრი მაკმასტერს სთხოვეს, სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალა - თუმცა, უშედეგოდ.

სამხრეთ კაროლინას არცერთ გუბერნატორს არ მიუღია შეწყალება 1976 წელს სიკვდილით დასჯის აღდგენის შემდეგ. ამ დროისთვის შტატში სიკვდილით 46 პატიმარი დასაჯეს.

წყარო