ავტორი:

"იძულებული ვარ დავტოვო საქართველო... სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა" - მიხეილ რამიშვილი

"იძულებული ვარ დავტოვო საქართველო... სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა" - მიხეილ რამიშვილი

ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულასთან" განაცხადა.

  • მისი თქმით, მიზეზი ის არის, რომ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

"იძულებული ვარ დავტოვო საქართველო. 2 მარტს ვტოვებ საქართველოს (ინტერვიუ ჩაწერილია 28 თებერვალს). აქ არ მაქვს საშუალება, რომ არამარტო ჩემი თავი დავიცვა, არამედ ის ადამიანები, ვის ინტერესებსაც მე ვიცავ. ქვეყნიდან წავალ და მოვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს... სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებამ არ დამიტოვა. სადაც ვიქნები, იქიდან დავიცავ მათ, ვის ინტერესებსაც ვიცავ" - ამბობს მიხეილ რამიშვილი