სირიის უსაფრთხოების ძალებმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს - მოკლულების დიდი ნაწილი ალავიტები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ფრანს-პრესი“ სირიის ომის მონიტორზე დაყრდნობით ავრცელებს.
სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაღუპულები არიან ასევე უსაფრთხოების ძალების წევრები და ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი მებრძოლები.
"სირია ერთიანია. თუ ერთ პროვინციას ზიანი მიადგება, მას ყველა სხვა პროვინცია დაიცავს. ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაყოფა აღარ არსებობს, სირია ყველას ეკუთვნის და ისინი, ვინც ხალხს თავს ესხმიან, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან“, - განაცხადა ალ-შარაამ.
შეიარაღებული დაპირისპირების თვითმხილველი პირები ჰყვებიან, რომ სირიის უსაფრთხოების ძალებმა იძულებით გამოიყვანეს ხალხი ქუჩებში, ჩაამწკრივეს და რიგრიგობით დახოცეს.
”მათ იძულებით გამოიყვანეს ხალხი ქუჩებში, შემდეგ ჩააწყვეს ისინი და დაიწყეს სროლა. სცენა, რომელიც ვნახე, საშინელება იყო, ეს უბრალოდ აღუწერელია”, - განუცხადა Sky News-ს ბანიასის მცხოვრებმა.
მან ასევე აღწერა, როგორ აიძულეს ქალებს, შიშვლებს ევლოთ სანამ დახვრეტდნენ.