რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 88 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, რუსული მედია "როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ღამით, უსაფრთხოების გამო, რუსეთის ხუთ აეროპორტში - ვოლგოგრადის, ყაზანის, ასტრახანის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ვლადიკავკაზის აეროპორტებში - დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, ხუთივე აეროპორტმა მუშაობა განაახლა.