ავტორი:

“ამერიკა კანადა არ არის, არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი“ - კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი ჩაანაცვლებს: პირველი განცხადებები

“ამერიკა კანადა არ არის, არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი“ - კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი ჩაანაცვლებს: პირველი განცხადებები

გაერთიანებული სამეფოსა და კანადის ცენტრალური ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარკ კარნიმ “ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს.

გამოცემის ცნობით, პარტიის ლიდერის არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა და მარკ კარნიმ 131 674 ხმა, ანუ ხმების 85.9%-ი მიიღო.

ჯასტინ ტრუდო ჯერ ოფიციალურად უნდა გადადგეს იმისთვის, რომ კარნიმ დადოს ფიცი გენერალური გუბერნატორის წინაშე, რომელიც კარნის მთავრობის ფორმირებისთვის მიიწვევს.

ამასთან, კანადაში საყოველთაო არჩევნები 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს, რომლის დროსაც კანადელ ხალხს მიეცემა საშუალება, გამოხატოს თავისი აზრი იმის შესახებ, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას.

  • კანადის “ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გამარჯვებულმა მარკ კარნიმ პირველი განცხადებები უკვე გააკეთა..

“ამერიკა კანადა არ არის, კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე გზით, ან ფორმით. ამერიკელებს უნდათ ჩვენი რესურსები, წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა. დაფიქრდით. თუ წარმატებას მიაღწიეს, დაანგრევენ ჩვენი ცხოვრების წესს", - აღნიშნა კარნიმ.

მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც ქვეყანას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო მუქარები უქმნის.

“ჩვენ არ მას წარმატების უფლებას ვერ მივცემთ. ჩვენ ძლიერი კანადა ვართ“, - განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ზომები ძალაში დარჩება.

“ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ აშშ არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის მიმართ სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში“, - აღნიშნა კარნიმ.