ავტორი:

თუშიშვილმა დისკვალიფიკაციის შემდეგ ტატამიზე დაბრუნება ოქროთი აღნიშნა, ავსტრიის გრან პრის კიდევ ერთი გამარჯვებული 21 წლის ქართველი გახდა

თუშიშვილმა დისკვალიფიკაციის შემდეგ ტატამიზე დაბრუნება ოქროთი აღნიშნა, ავსტრიის გრან პრის კიდევ ერთი გამარჯვებული 21 წლის ქართველი გახდა

ავსტრიის გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

+100 კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილმა ტატამზე დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა.

მოგეხსენებათ, გურამი ოლიმპიადაზე ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო, ძიუდოდან 6 თვით დისკვალიფიცირებული იყო, მან ტურნირის ფინალში ლეგენდარული, ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ასევე ორ გზის მსოფლიოს ჩემპიონი და სამ გზის ევროპის ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა.

კიდევ ერთი ქართველი, მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე, სამწუხაროდ, ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

90 კგ წონით კატეგორიაში კი ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, რომელშიც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილს უნდა შეხვედროდა, თუმცა ტატო ტრავმის გამო ტურნირს ჩაეხსნა და ოქროს მედალიც ჯაბნიაშვილს დარჩა, ტატო ტურნირის ვერცხლის მედლის პრიზიორი გახდა.