ავტორი:

"დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი" - გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე

"დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი" - გიორგი ბარამიძე თვითმმართველობის არჩევნებზე

კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ - კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს - აქედან გამომდინარე, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს

"კარგად ვიცით, რა რეჟიმი აქვს შექმნილი ამ მოღალატეობრივ-კრიმინალურ ბანდას. არჩევნებს კი არა, არამედ სუს-ის, პროკურატურის, პოლიციის და კრიმინალური სამყაროს მონაწილეობით სპეცოპერაციას ატარებს. აქ ჩართულია მოსყიდვა, დაშინება, ადამიანებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და სხვა მანიპულაციების მექანიზმები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დღეს ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ, რომ ასეთ ვითარებაში რაიმე არჩევნებზე იყოს საუბარი. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ქვეყანაში ნორმალური, ცივილიზებული და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.