ავტორი:

"მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!" - როგორ ულოცავს მამა ბუდუ ზივზივაძეს დაბადების დღეს?

"მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!" - როგორ ულოცავს მამა ბუდუ ზივზივაძეს დაბადების დღეს?

10 მარტს საქართველოს ნაკრებისა და "ჰაიდენჰაიმის" ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის დაბადების დღეა. ის 31 წლის გახდა. დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე თავს ჩინებული საჩუქარი გაუკეთა და ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

"ჰოფენჰაიმთან" 25-ე ტურში გასვლით ფრედ 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ჩვენებური მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, 65-ე წუთზე კი ულამაზესი დარტყმით თავის კლუბს ქულა მოუტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა, ბუდუ ძალიან ბედნიერი იყო და თავისი ემოციები Sportschau-ს გაუზიარა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ბუნდესლიგაში ჩემი პირველი გოლი გავიტანე. ეს ოცნების ახდენაა. როდესაც ბავშვი ვიყავი და საქართველოში ვცხოვრობდი, ვოცნებობდი, რომ ტოპ 5 ლიგაში მეთამაშა. ახლა კი აქ ვარ და გოლი გამაქვს, ეს მართლაც დიდებული გრძნობა და ბედნიერებაა. ასეთი მენტალიტეტით და ბრძოლით თამაში უნდა განვაგრძოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ქულებს დავაგროვებთ", - თქვა ბუდუმ.

"მადლობა მამაჩემის სახელის სასახელოდ გაგრძელებისთვის!! გილოცავ, ბუდუ! 31", - ასე ულოცავს შვილს დაბადების დღეს კახა ზივზივაძე, რომელიც წლების წინ შვილის დაბადებას ასე იხსენებდა:

"1994 წლის 10 მარტია. ველოდებით, მაგრამ ისეთი დროა, ვაზი სამუშაოებს მოითხოვს!!! სოფელში ვარ გამალებულ სამუშაოებს ვასრულებ. მიშიკო ავალიანი და დათო გეგეშიძე გამოჩნდნენ..გულმა მიგრძნო და ისმის მიშიკოს ხმა, - ბიჭია ბიჭიიი! პირველი, რაც გავიფიქრე, იყო, მამაჩემის სახელი და ადამიანობა გაგრძელდა-მეთქი. ბაბუასავით თავაწეული დააბიჯებ ამ ქვეყანაზე!!! გილოცავ ვუდუ! წარმატებები შენს მომავალს!"