ავტორი:

თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ

თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ

თეატრალურ უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტები დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებენ და პროტესტის გაგრძელებას უფრო მასშტაბურ ფორმებში გეგმავენ.

  • როგორც აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სტუდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს, 19:00 საათზე სტუდენტების აქცია ილიაუნის შენობის წინ გადაინაცვლებს და პროტესტი იქ გაგრძელება.

პლატფორმა "ქართული განათლება საფრთხეშია" მოუწოდებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, გააუქმოს სტუდენტებისთვის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 11 მარტს, 11:00 საათზე, ისევ შეიკრიბებიან უნივერსიტეტის წინ და აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ, სტატუსშეჩერებული სტუდენტების სოლიდარობისთვის შემოუერთდნენ მათ და ერთად გააგრძელონ ბრძოლა.