ავტორი:

ინგლისის სანაპიროსთან ნავთობტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა

ინგლისის სანაპიროსთან ნავთობტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა

ინგლისის სანაპიროსთან ნავთობტანკერი სატვირთო გემს შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

  • სააგენტო Reuters-ის ცნობით, ჩრდილოეთის ზღვაში, ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან ერთმანეთს ნავთობტანკერი Stena Immaculate-ი და სატვირთო გემი Solong-ი შეეჯახა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სამაშველო ოპერაციაში დიდი ბრიტანეთის სანაპირო დაცვის სამაშველო ნავები და ვერტმფრენები მონაწილეობს.