ავტორი:

ბიანკა ცენსორის ჩაცმულობა კვლავ კრიტიკის ობიექტია - ქანიე ვესტის მეუღლე ამჯერად გამჭვირვალე ტოპით, ნახევრად შიშველი გამოჩნდა (ფოტოები)

ბიანკა ცენსორის ჩაცმულობა კვლავ კრიტიკის ობიექტია - ქანიე ვესტის მეუღლე ამჯერად გამჭვირვალე ტოპით, ნახევრად შიშველი გამოჩნდა (ფოტოები)

გასაკვირი არავისთვისაა, რომ რეპერი ქანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ცენსორი თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალებს იწვევენ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ბიანკას ჩაცმის სტილი. ცნობილი რეპერის მეუღლე კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქუჩებში ნახევრად შიშველი.

პაპარაცებმა ის გორგოლაჭებით სეირნობისას დააფიქსირეს. ბიანკას გამჭვირვალე ტოპი და საცვლები ეცვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ბიანკა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ლოს ანჯელესში, "გრემის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე სრულად გაშიშვლდა.

შოკისმომგვრელი სცენის შემდეგ წყვილმა გრემის დაჯილდოების ცერემონია სწრაფად დატოვა. დასავლური მედია მაშინ წერდა, რომ წყვილს ცერემონიის დატოვება ორგანიზატორებმა მოსთხოვეს.