"დანია საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნისთვის მზად არის", - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ სწორი სიგნალები გავუგზავნოთ როგორც პუტინს, ისე ვაშინგტონს. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს ვაკეთებთ და ვაცხადებთ: „თუ ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად იქ ევროპელების ყოფნაა საჭირო, მაშინ პრინციპში დანია ამისთვის მზად არის“, - განაცხადა ლარს ლოკე რასმუსენმა.
ამასთან, დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პოულსენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული გეგმები არ არსებობს.
"კონკრეტული ვალდებულებების აღების შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, იმაზე თუ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა დანიის თავდაცვის მინისტრმა.