ავტორი:

კიბერშეტევა X-ზე - რატომ მუშაობს პლატფორმა შეფერხებით და რას აცხადებს მასკი

კიბერშეტევა X-ზე - რატომ მუშაობს პლატფორმა შეფერხებით და რას აცხადებს მასკი

ილონ მასკის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე "მასიური კიბერშეტევა“ განხორციელდა.

"X-ზე მასიური კიბერშეტევა იყო (ჯერ კიდევ არის)“, - წერს სოციალური პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი.

მისი თქმით, თავდასხმაში დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა მონაწილეობდა.

"ჩვენზე თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, მაგრამ ეს დიდი რესურსებით გაკეთდა. აქ, ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანაა ჩართული“, - აღნიშნავს მასკი.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე საათია სოციალური პლატფორმა X შეფერხებით მუშაობს.