ავტორი:

"პანაშვიდზე მივდიოდი, ყვავილებს ვყიდულობდი, როდესაც მძღოლმა მანქანა გააჩერა და..." - გიორგი ფხაკაძე წერს, რომ მას მოქალაქემ შეურაცხყოფა მიაყენა

"პანაშვიდზე მივდიოდი, ყვავილებს ვყიდულობდი, როდესაც მძღოლმა მანქანა გააჩერა და..." - გიორგი ფხაკაძე წერს, რომ მას მოქალაქემ შეურაცხყოფა მიაყენა

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ მას შეურაცხყოფა მიაყენა და "სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სიტყვები უთხრა".

აღნიშნულის შესახებ ფხაკაძე ინფორმაციას "ფეისბუქის" გვერდზე აქვეყნებს.

"გუშინ შუადღისას ჩემი მეგობრის მამის პანაშვიდზე მივდიოდი, საკმაოდ დამწუხრებული და ყვავილებს ვყიდულობდი, როდესაც მძღოლმა მანქანა გააჩერა და მკითხა: "შენ ხარ ის კაცი, ვინც ეს COVID-ის ამბავი მოაწყო და შეგვაშინა?“

ვუპასუხე: "თუ გაქვთ შეკითხვები, სიამოვნებით გიპასუხებთ.“ამის შემდეგ მან შეურაცხყოფა მომაყენა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი სიტყვებიც მითხრა", - წერს გიორგი ფხაკაძე და აღნიშნავს, რომ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა. მისი თქმით, პოლიციამ დროული რეაგირება მოახდინა, რის გამოც სამართალდამცველებს მადლობას უხდის.