60%-იანი ფასდაკლება და საჩუქრები - ვოლტმარკეტი სამი წლისთავს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს

60%-იანი ფასდაკლება და საჩუქრები - ვოლტმარკეტი სამი წლისთავს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს

მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი კომპანია ვოლტის გამორჩეული სუპერმარკეტი - ვოლტმარკეტი სამი წლისაა.

დაბადების დღესთან დაკავშირებით, ვოლტმარკეტი მომხმარებელს განსაკუთრებულ, 60%-მდე ფასდაკლებებს და საჩუქრებს სთავაზობს.

გარდა იმისა, რომ ვოლტმარკეტზე შოპინგისას მომხმარებელი 40-დან 60%-მდე ფასდაკლებებით ისარგებლებს, ყოველ კვირაში გამოვლინდება ტოპ 3 მომხმარებელი, რომელსაც 100 ლარზე მეტის ღირებულების ყველაზე მეტი შეკვეთა აქვს და ასეთ მომხმარებლებს განსაკუთრებული საჩუქრები ელით. პრიზების ჩამონათვალშია 3 - IPhone 16; 3 - PlayStation 5; 3 - Apple Watch.

ვოლტმარკეტის სამი წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ კამპანიას ფასდაკლებებით და საჩუქრების სპონსორობით უერთდება - Diplomat-ი, ბრენდებით - Pringles-ი, Lotus-ი, Loacker-ი, ხოლო Sharm Trading-ი და Europroduct-ი - ფასდაკლებებით.

ვოლტმარკეტი, თავისი კონცეფციით, არის ვოლტის მაღაზია, რომელთანაც საცალო გაყიდვებზე, ე.წ. რითეილზე ორიენტირებული მრავალი ბრენდი თანამშრომლობს. ის მომხმარებელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რამდენადაც სასურველი პროდუქტების შესაძენად მოსახერხებელ, სწრაფ და კომფორტულ პლატფორმას წარმოადგენს და, ამავდროულად, ყოველთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით გამოირჩევა. ვოლტმარკეტი მომხმარებელს 5 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტს და 24-7-ზე კომფორტულ შოპინგს სთავაზობს, ხოლო მიტანის საშუალო ხანგრძლივობა 30 წუთია.

სამი წლის განმავლობაში ვოლტმარკეტზე ყველაზე ხშირად შეძენილ პროდუქტებს შორისაა ბანანი, წყალი, ქათმის ფილე და რძე. ვოლტმარკეტზე 150-ზე მეტი ვენდორია, საიდანაც 20-ზე მეტი ადგილობრივ ბრენდს წარმოადგენს.

ვოლტმარკეტით სარგებლობა მომხმარებელს თბილისსა და ბათუმში შეუძლია. მალე კიდევ უფრო გაიზრდება იმ ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ვოლტმარკეტის კომფორტული სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.

ვოლტი, როგორც ინოვაციების ლიდერი ბრენდი, მომხმარებელს მომავალში კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

R