2 წლის გოგონას, კირა ბაძაღუას იშვიათი ნეიროქირურგიული დიაგნოზი - ჰიპოთალამური ჰამარტომა დაუდგინდა. ეს არის თავის ტვინის იშვიათი წარმონაქმნი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. კირას გადაუდებლად ესაჭიროება ლაზერული ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება.
"ერთადერთი კლინიკა, სადაც ამ ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია, საფრანგეთში არსებული Rothschild Foundation Hospital-ია. კლინიკის ნეიროქირურგებმა დაადასტურეს, რომ ოპერაცია სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს, რათა შევინარჩუნოთ კირას ჯანმრთელობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია საფრანგეთში მკურნალობა უფასოა მხოლოდ კონკრეტული დიაგნოზის შემთხვევაში, რაც ჩვენი შემთხვევა არ არის, ან ლტოლვილად ჩაბარებისას. ოპერაციის ღირებულება 64 600 ევროს შეადგენს. გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი პატარა კირას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაში.
28 თებერვალს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ 10 000 ევროს დაფინანსება, ასევე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან 11 700 ევრო. თუმცა ეს ვაუჩერი ძალაშია მხოლოდ 2 თვის განმავლობაში. ამ ეტაპზე შეგროვებული ოპერაციის ღირებულების მხოლოდ 50% და მარტის ბოლომდე უნდა მოვაგროვოთ დარჩენილი თანხა, რაც საშუალებას მოგვცემს, ოპერაცია აპრილში დაინიშნოს.
ნებისმიერი დახმარება სიცოცხლის ტოლფასია ჩვენი შვილისთვის", - ამბობს პატარა კირას მამა.
გთავაზობთ ანგარიშის ნომრებს, სადაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა კირას გადასარჩენად:
თიბისი ბანკი: GE53TB7308945068100009
მიმღები: ნიცა ბუხნიკაშვილი (დედა)
საქართველოს ბანკი: GE63BG0000000538430089
მიმღები: ნიკოლოზ ბაძაღუა (მამა)
უღრმესი მადლობა გულისხმიერებისა და თანადგომისთვის! დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ შემედგ ნომრებზე:
ნიცა ბუხნიკაშვილი - 557 109 444
ნიკოლოზ ბაძაღუა - 514 00 86 86