53 წლის ჯასტინ ტრუდოს, როგორც კანადის პრემიერ-მინისტრის კარიერა, დასრულდა. ტრუდომ კანადის პარლამენტის თემთა პალატა ჩვეული ეპატაჟურობით დატოვა - ისე, როგორც მის პერსონას შეეფერებოდა.
დიახ, ჯასტინ ტრუდომ კანადის თემთა პალატის სხდომის დასრულების შემდეგ, დარბაზიდან მისი სკამი წაიღო. კანადელ დეპუტატებს უფლება აქვთ თავიანთი სკამები გაიტანონ, მაგრამ მისი ღირებულება უნდა გადაიხადონ....
ტრუდომ კანადის პრემიერის სავარძელი 2015 წელს დაიკავა და მსოფლიოს წინაშე გამოჩნდა, როგორც სრულიად განსხვავებული ლიდერი.
როდესაც ჯასტინ ტრუდო სულ რაღაც ოთხი თვის იყო, აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა იწინასწარმეტყველა, რომ ჩვილი ერთ დღესაც მამის, კანადის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პიერ ტრუდოს კვალს გაჰყვებოდა.
ტრუდომ პოლიტიკური კარიერა მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. 2008 წელს გახდა დეპუტატი. ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ის განიხილებოდა ლიბერალური პარტიის ლიდერად.
2011 წელს კვლავ დეპუტატად აირჩიეს. მას შემდეგ რამდენჯერმე თქვა უარი ლიბერალური პარტიის ხელმძღვანელობაზე.
"გამარჯვება ვის აღელვებს? მთავარია ხალხს ვემსახუროთ", - ასე პასუხობდა კრიტიკას ტრუდო.
ტრუდო, რომელიც ხელისუფლებაში 2015 წელს მოვიდა, საზოგადოებას "რეალურ ცვლილებებს" და პროგრესს ჰპირდებოდა. საინტერესოა, როგორ ახასიათებდა ჯასტინი საკუთარ თავს:
კანადელი ექსპერტების კვლევითა და შეფასებით, პირველი ვადის დროს ჯასტინმა დაპირებების 92% შეასრულა.
ეს ის თემაა, რომელიც პირველ რიგში ახსენდებათ ხოლმე კანადელ პოლიტიკოსზე საუბრისას.
სხვადასხვა პრინტისა და ფერების წინდებს ჯანსტინ ტრუდო პოლიტიკური განაცხადებისთვის იყენებდა.
ერთ-ერთი წინდა კი სკანდალის მიზეზი გახდა, რადგან მიიჩნიეს, რომ ის რასისტულ ნიშნებს შეიცავდა.
დღეს, როდესაც ტრუდოზე ლაპარაკობენ, გარდა მისი შეცდომებისა, თუ სწორი პოლიტიკური ნაბიჯებისა, ყოველთვის აღნიშნავდნენ ტრუდოს ცხოვრების წესს და ექსპერტთა შეფასებით, პოლიტიკა არ იყო ის, რამაც ტრუდოს ცხოვრება წაართვა, როგორც ეს ხდება ხოლმე უმეტეს შემთხვევაში და მის ცხოვრებას შეიძლება ეწოდოს "ცხოვრება პოლიტიკაში".
მან "ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება.
პარტიის ლიდერის არჩევნებში სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა და მარკ კარნიმ 131 674 ხმა, ანუ ხმების 85.9%-ი მიიღო.