ავტორი:

"ყირიმში იმალება, შვილი რუსულ სკოლაში დაჰყავს" - სკანდალი უკრაინელი სპორტსმენის გარშემო, რომელთანაც ლევან როსტოშვილს ვაჟი ჰყავს: რა არის ცნობილი წყვილის ურთიერთობაზე

"ყირიმში იმალება, შვილი რუსულ სკოლაში დაჰყავს" - სკანდალი უკრაინელი სპორტსმენის გარშემო, რომელთანაც ლევან როსტოშვილს ვაჟი ჰყავს: რა არის ცნობილი წყვილის ურთიერთობაზე

ლევან როსტოშვილი წლების წინ, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში გამოჩნდა. ახალგაზრდა შოუს მუსიკალურად აფორმებდა და გადაცემის განმავლობაში ხმას არ იღებდა. ყოფილი წყალბურთელი პოპულარული სასიძო გახლდათ, მასზე ხშირად ვრცელდებოდა ჭორები, სადაც ცნობილ გოგონებთან აწყვილებდნენ. 2013 წელს როსტო ნანუკას შოუდან გაქრა.

სკანდალური დაბრუნება

2016 წელს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

მაშინ ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი.

2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. 2019 წელს კი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, ლევან როსტოშვილმა საპატიმრო დატოვა. პატიმრობის შემდეგ, როსტო საჯაროდ აღარ გამოჩენილა. სოციალურ ქსელშიც იშვიათად აქვეყნებს პოსტებს.

პირადი ცხოვრების სკანდალური დეტალები

2011 წელს, ლევან როსტოშვილი პოპულარობის პიკში იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელ ოლიმპიურ ჩემპიონ იანა კლოჩკოვასთან ვაჟი – საშა შეეძინა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ცურვაში, უკრაინის რეგიონულმა დეპუტატმა, უკრაინაში "ოქროს თევზად" წოდებულმა იანა კლოჩკოვამ ვაჟი გააჩინა. თუმცა ქორწილი არ შედგა.

"რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ის არასერიოზული ადამიანია, პასუხისმგებლობის გრძნობის გარეშე... ლევანმა არ ისურვა, ჩემი და ჩემი შვილის გამო ცხოვრების წესი შეეცვალა, ფეხი დაჰკრა და საქართველოში გაიქცა. მგონია, რომ ეს არაკაცურია. როდესაც მისი საქციელი გავაანალიზე, გადავწყვიტე, წერტილი დამესვა ჩვენი ურთიერთობებისთვის", - ამბობდა იანა უკრაინულ მედიასთან.

როსტოშვილით აღფრთოვანებული არც იანას მამა, ალექსანდრე კლოჩკოვი ყოფილა: "ის მხოლოდ და მხოლოდ ბიოლოგიური სუბსტანციაა, ჩემი შვილის გამნაყოფიერებელი. ათასობით ადამიანია, რომელიც ასე იქცევა, ღამით გაანაყოფიერებს და დილას გარბის. რა სიყვარულზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? ერთი თვეც არ უცხოვრიათ ერთად. ჩემს შვილიშვილს გვარიც ჩვენი ექნება - კლოჩკოვი! ის კაცი არანაირად არ მჭირდება. არც ჩემს ქალიშვილს სჭირდება. ის ალფონსია", - ამბობდა იანას მამა.

იანა კლოჩკოვა და ლევან როსტოშვილი

თავს იმართლებდა მედიასთან ლევან როსტოშვილიც:

"დღემდე არ მიპოვია ქალი, რომელთანაც დარჩენილ ცხოვრებას გავატარებ. შესაძლოა, პრეტენზიული ვარ, - განუცხადა როსტოშვილმა 1+1-ს, - ოჯახს მაშინ შევქმნი, როდესაც შემიყვარდება. ამჟამად ამისთვის მზად არ ვარ. საკუთარი ვაჟის გამოც არ აღმოვჩნდი მზად ოჯახის შესაქმნელად, ვინაიდან ის მაინც დაინგრეოდა ორ წელიწადში. თუ ქორწინებაში სიყვარული არ არის - ბედნიერება არ იქნება. მე და იანას გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ არა ისე, რომ ოჯახი შეგვექმნა".

მოგვიანებით წყვილს შორის ურთიერთობა დალაგდა.

"მე და ლევანი მხოლოდ მეგობრები ვართ, - აღნიშნავდა იანა, - ვფიქრობ, ის მხოლოდ ახლა აცნობიერებს, რომ მამაა და შვილი ჰყავს. ლევანი შესანიშნავად ატარებს დროს საშკასთან ერთად, გამუდმებით კოცნის და ხელში უჭირავს. ბავშვი ჯერ პატარაა და ვერ ხვდება, რომ ლევანი მამამისია. ლევანის არყოფნის დროს ვერ ვიტყვი, რომ მამა ენატრება".

როსტო ყირიმში ისვენებდა იანა კლოჩკოვასა და ვაჟთან ერთად - 2013 წელი

სად არის ახლა იანა - სკანდალი უკრაინულ მედიაში

2024 წლის ზაფხულში უკრაინულ მედიაში კლოჩკოვაზე სკანდალური სტატია გამოქვეყნდა. "უკრაინის ყველაზე დამსახურებული სპორტსმენი, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში იანა კლოჩკოვამ არათუ არ დაგმო 2022 წელს რუსეთის შემოჭრა უკრაინაში, არამედ შვილთან ერთად გადავიდა ოკუპირებულ ყირიმში, სადაც დედამისი ცხოვრობს" - ვკითხულობთ მასალაში.

"ოქროს თევზს", რომელიც ხარკოვში სპორტის განვითარების გეგმებს აწყობდა, უკვე ორ წელზე მეტია ნახევარკუნძულზე მშვიდად სძინავს და სისხლიან ომზე დუმს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ქალი შვილთან ერთად გადავიდა ყირიმის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც მშობლებთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. იანამ დახურა Instagram-ის გვერდი, თითქმის წელიწად ნახევარია, რაც სიტყვა არ უთქვამს სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.

ეს ამბავი ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც ნახევარკუნძულის რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ, კლოჩკოვა ხშირად სტუმრობდა შავი ზღვის სანაპიროს და აქვეყნებდა ფოტოებს პლაჟებიდან. მაშინ თავს იმით იმართლებდა, რომ ნახევარკუნძულზე მისი სახლია, რადგან თავად სპორტსმენი სიმფეროპოლიდან არის და მისი მშობლები იქ აგრძელებენ ცხოვრებას.

იანა ვაჟთან ერთად, რომელიც "როსტოსგან" ჰყავს

ჩემპიონი ამავე დროს კიევში, საკუთარ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა 2020 წლის 7 აგვისტოს მისი სახლი გაძარცვეს.

იანა კიევის ქუჩებში ნაქარგიანი პერანგით დადიოდა, მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებებში დედაქალაქსა და ხარკოვში. დადიოდა უკრაინული სატელევიზიო შოუების გადასაღებად და ინტერვიუების აძლევდა პოპულარულ მედიებს.

სპორტსმენმა ასევე დააარსა იანა კლოჩკოვას თასის ბავშვთა ალპური სათხილამურო შეჯიბრი ბუკოველში. 2021 წელს კი მან ხარკოვში კიდევ ერთი სოციალური ბავშვთა პროექტი წამოიწყო - უკრაინული ცურვის ტურნირი "ოქროს თევზი".

  • ამასთან, ყირიმში დასვენება და ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის ქმედებების დაგმობის არარსებობა, როგორც ჩანს, შეუმჩნეველი არ დარჩენილა ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რადგან უკრაინის ყველაზე ტიტულიანი სპორტსმენი დამოუკიდებლობის 30 წლისთავზე არ მიიწვიეს. მაშინ კლოჩკოვა ზელენსკიზე გაბრაზდა.

"მჯერა, რომ დღესასწაულებზე, როგორიცაა უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილე, მნიშვნელოვანია იმ ხალხის დასწრება, ვისი წყალობითაც ჩვენი ქვეყანა საზღვარგარეთ გაიცნეს“, - განაცხადა კლოჩკოვამ.

2021 წლის სექტემბერში კლოჩკოვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, როგორ შეკრიბა ცურვის მოყვარულები დნეპრზე. 2022 წლის 1 თებერვალს, მან ბოლო პოსტი დადო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სადაც დედას დაბადების დღე მიულოცა. შემდეგ გაქრა, სანამ ყირიმში არ იპოვეს...

"სპორტსმენს, როგორც ჩანს, არ აინტერესებს, რომ მის მეორე სახლს, ხარკოვს, სადაც იანა მრავალი წლის განმავლობაში ვარჯიშობდა და ოლიმპიურ ჩემპიონად გაიზარდა, ფაქტობრივად ანადგურებენ რუსი სამხედროები" - წერს უკრაინული მედია.

ადგილობრივების თქმით, კლოჩკოვას საქციელი გასაკვირი არ არის, რადგან ერთ დროს იგი მხარს უჭერდა გაქცეულ პრეზიდენტ იანუკოვიჩს.

"როგორც ჩანს, კლოჩკოვა სხვა რეალობაში ცხოვრობს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, ვისთან მეგობრობდა ერთ დროს. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იანა ახლოს იყო უკრაინის გაქცეულ პრეზიდენტთან ვიქტორ იანუკოვიჩთან. და რეგიონების პარტიიდან ხარკოვის საკრებულოს დეპუტატადაც კი აირჩიეს", - ვკითხულობთ სტატიაში.

კლოჩკოვას ადგილსამყოფლის შესახებ სკანდალური დეტალების ფონზე, 2023 წლის აგვისტოში, ხარკოვის საკრებულომ გამოაცხადა, რომ იანა აღარ იღებს ქალაქის საპატიო მოქალაქის სტიპენდიას.

სინამდვილეში, ოკუპირებული ყირიმის გარდა, ჩემპიონს შეეძლო სრულმასშტაბიან ომს შეერთებულ შტატებში გარიდებოდა, სადაც მისი და ანა ცხოვრობს, თუმცა, კლოჩკოვამ კიდევ ერთი სამარცხვინო არჩევანი გააკეთა.

და, როგორც ირკვევა, სპორტსმენის საცხოვრებელი ადგილი ნახევარკუნძულზე არ არის საიდუმლო. ის ცხოვრობს გურზუფში, მისი ვაჟი, კი, რომელიც ლევან როსტოშვილისგან შეეძინა ადგილობრივ სკოლაში სწავლობს. ვარჯიშობს ძიუდოში და სწავლობს ინგლისურს.