ავტორი:

"ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვერ ვიცავ, თორემ დღეს სტუდენტების გვერდით ვიდგებოდი... თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია, წამლები არ მშველის" - ლეო ანთაძე

"ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვერ ვიცავ, თორემ დღეს სტუდენტების გვერდით ვიდგებოდი... თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია, წამლები არ მშველის" - ლეო ანთაძე

გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი 5000-5000 ლარით დააჯარიმა, მოგვიანებით კი, მათ ადმინისტრაციული პატიმრობით დაემუქრნენ, რის გამოც სტუდენტებმა შენობა დატოვეს. გაფიცული სტუდენტები 80 დღეზე მეტი უნივერსიტეტის ფოიეში ათევდნენ ღამეს. 9 მარტს საღამოს კი, ადმინისტრაციამ მათ მოსთხოვა დაკავებული სივრცე გაეთავისუფლებინათ, რადგან შენობაში დეზინფექცია უნდა ჩატარებულიყო.

  • "ჩვენ დავტოვეთ უნივერსიტეტი, თუმცა გარეთ უფრო ძლიერები ვართ, ვაგრძელებთ პროტესტს, გაჩერებას არ ვაპირებთ" – ასე ამბობენ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც შეტყობინება მიიღეს, რომ სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ.

მოგვიანებით გავრცელდა თეატრალური უნივერსიტეტის განცხადებაც:

"ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება, გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში. რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად".

ამ საკითხზე სასაუბროდ ცნობილ მსახიობს ლეო ანთაძეს დავუკავშირდით..

- ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა, მეტი რომ არ შეიძლება! სად აქვს სტუდენტს იმის საშუალება ხუთიათასები იხადოს და მერე რა ხდება, უნდა დააპატიმრონ? ზოგიერთი რეგიონიდან არის, ბინის ქირასაც კი ვეღარ იხდის... სტუდენტების მიმართ ასეთი მოპყრობა არასოდეს ყოფილა, მსოფლიოს არ ახსოვს ასეთი რამ, რაც დღეს საქართველოში ხდება.

- თუ აპირებთ, სტუდენტების მხარდაჭერას რამე ფორმით?

- რა თქმა უნდა დავუჭერდი, მათ გვერდით ვიდგებოდი, მაგრამ ვეღარ დავდივარ, წონასწორობას ვეღარ ვიცავ. დღეს ორ ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, ჯანმრთელობამ მიღალატა... თავის ქალა გამისინჯეს და რაღაც დარღვეულია. არც წამალი, არაფერი შველის.

- თუ ისურვებდით მიმართოთ სტუდენტებს, ხელისუფლებას?

- ზამთარში ძალიან მკაცრად გამოვედი, არ მოეწონათ და მაგრძნობინეს... ამაზე მეტს ვერ გეტყვით, თავს შევიკავებ. ან რაღა უნდა გითხრა იმაზე მეტი, რაც ხდება, ეს რომ ძალიან დიდი უსამართლობაა!

წაიკითხეთ ასევე: