ავტორი:

გარდაიცვალა შევარდნაძის ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი

გარდაიცვალა შევარდნაძის ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა პოლიციის პოლკოვნიკი, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი.

მისი გარდაცვალების ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია:

"წეღან გავიგე, თემო გარდაცვლილა მღებრიშვილი, ჩემი უფროსი და ახლო მეგობარი. გარდა იმისა რომ იყო პროფესიონალი პოლიციელი, მიუხედავად მისი, საყოველთაო და უსამართლო დემონიზირებისა, იყო ასევე ძალიან დადებითი, პოზიტიური და უკეთილშობილესი ადამიანი. ძალიან დიდი წლები გვაკავშირებს ერთმანეთთან და მაგ წლებში ბევრი ტკბილი მოგონებები. გამორჩეული კაცი იყო "ჩიგოლა" და ბევრ ადამიანს დაწყვიტა გული დარწმუნებული ვარ.

ნათელი მის ხსოვნას...

ჩემი მხედრული სალამი, ბატონო პოლკოვნიკო!“

თემურ მღებრიშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული მედიის ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდებოდა. ის ხელმძღვანელობდა სპეციალური დანიშნულების რაზმს, რომელიც იმჟამად საპროტესტო აქციებს უპირისპირდებოდა, განსაკუთრებით ხშირად დაპირისპირება ხდებოდა პირველი პრეზიდენტის მომხრეებთან.

2014 წელს მიცემულ, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ის ამბობდა:

"მე პენსიაზე წავედი, ჩემთვის ვმუშაობ, ერთ იურიდიულ ფირმაში თავს ვირთობ. წყნარად და კარგად ვარ. ვერთობი "პა სტარიკოვსკი“. მალე 70 წლის უნდა გავხდე, შევასრულებ, რაც ადრე ვთქვი და 183 წელი ვიცოცხლებ“.

იხილეთ ასევე: