ავტორი:

პირველად საქართველოში — "Empire Of The Sun" გულშემატკივრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს

პირველად საქართველოში — "Empire Of The Sun" გულშემატკივრებს უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს

27 აგვისტოს „Black Sea Arena“ ავსტრალიურ მუსიკალურ პროექტს, „Empire of the Sun-ს“ უმასპინძლებს. კონცერტის დეტალების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა. ბილეთის ფასი 180 ლარია. ამ თანხით, თითოეულ გულშემატკივარს შეუძლია კონცერტზე დასწრება და საყვარელი არტისტის ცოცხალი შესრულების მოსმენა.

ეს კონცერტი განსაკუთრებული იქნება და არამხოლოდ იმიტომ, რომ სცენაზე მელომანების საყვარელი არტისტები გამოვლენ. „Empire of the Sun“ შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ გულშემატკივარს, პირადად შეხვდნენ არტისტს, გადაიღონ მათთან ფოტო, ისაუბრონ, მიირთვან კოქტეილები და მიიღონ გამოცდილება, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ. აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება თავად არტისტებს ეკუთვნით და კონცერტზე დასასწრებ სტანდარტულ ბილეთს არ უკავშირდება.

მსგავსი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა საქართველოში მელომანებს პირველად აქვთ. „Empire of the Sun-ის“ გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეთავაზება 2 პაკეტს —Ask That God-სა და Empyrean Super VIP-ს მოიცავს. პირველის ღირებულება 670-ლარია, მეორესი კი — 1100 ლარი.

Ask That God გამოცდილების პაკეტი მოიცავს:

● ბილეთს, ვენიუზე ადრეული შესვლის უფლებით და ღონისძიების ჰოსთის მასპინძლობით;

● იმპერიული ლაუნჯის მოსაწვევს ღონისძიების დაწყებამდე, სადაც დაგხვდებათ:

  • ბენდის საარქივო რელიკვიებისა და წარმოდგენების გამოფენა;
  • Ask That God ალბომით შთაგონებული ფოტო ზონა;
  • იმპერიული აპეტაიზერები და ბარი, ექსკლუზიური კოქტეილების მენიუთი.

● Empire of the Sun-ის ექსკლუზიურ ჩანთას, სადაც მოთავსებულია:

  • Ask That God -ის ლიმიტირებული, ხელმოწერილი ვინილი და ტურის პოსტერი;
  • ექსკლუზიური VIP ბეიჯი და მერჩი.

Empyrean Super VIP გამოცდილების პაკეტი მოიცავს:

● ბილეთს, ვენიუზე ადრეული შესვლის უფლებით და ღონისძიების ჰოსთის მასპინძლობით;

● ექსკლუზიური ფოტოს გადაღების შესაძლებლობას Luke Steele-თან;

● იმპერიული ლაუნჯის მოსაწვევს ღონისძიების დაწყებამდე, სადაც დაგხვდებათ:

  • ბენდის საარქივო რელიკვიებისა და წარმოდგენების გამოფენა;
  • Ask That God ალბომით შთაგონებული ფოტო ზონა;
  • იმპერიული აპეტაიზერები და ბარი, ექსკლუზიური კოქტეილების მენიუთი.

● Empire of the Sun-ის ექსკლუზიურ ჩანთას, სადაც მოთავსებულია:

  • Ask That God -ის ლიმიტირებული, ხელმოწერილი ვინილი და ტურის პოსტერი;
  • ექსკლუზიური VIP ბეიჯი და მერჩი.

„Empire of the Sun“ Luke Steele-ს და Nick Littlemore-ს მიერ შექმნილი დუეტია, რომელიც პირველად 2008 წელს, სადებიუტო ალბომით — „Walking on a Dream“ — გამოჩნდა და მსმენელთა გული მაშინვე დაიპყრო. კომპოზიციები „Walking on a Dream“ და „We Are the People“ მათი წარმატების მხოლოდ საწყისი იყო - თეატრალური წარმოდგენებითა და სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის საინტერესო შეზავებით, „Empire of the Sun“ დღემდე არ კარგავს აქტუალურობას.

R