სირიაში ბოლო დღეებია სასტიკი შეტაკებებია ასადის მხარდამჭერ ძალებსა და სამთავრობო ძალებს შორის. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.
არსებული ინფორმაციით, მოკლულების უმეტესობა "ალავიტების“ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რელიგიურ სექტას მიეკუთვნება გადაყენებული პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც.
ასობით ადამიანმა ოჯახებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი. მედიის ცნობით, სულ მცირე 6000 სირიელი გადავიდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მეზობელ ლიბანში, რათა თავი დაეღწიათ ძალადობისთვის.