ავტორი:

"სააკაშვილი რომ "დანაშაულებს ჩადიოდა", ამ დროს ნათია მეზვრიშვილს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში? რატომ არ დატოვა პროკურატურა "იმედში" შევარდნის გამო?!" - რას წერს ჟორჟოლიანი

"სააკაშვილი რომ "დანაშაულებს ჩადიოდა", ამ დროს ნათია მეზვრიშვილს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში? რატომ არ დატოვა პროკურატურა "იმედში" შევარდნის გამო?!" - რას წერს ჟორჟოლიანი

საქართველოს პროკურატურა დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიასთვის 300 ათას ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, 2009 წლის მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის პირადი კომფორტის და ფუფუნებისთვის დანაშაულებრივად გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

ყოფილი პრეზიდენტისთვის 9-წლიანი პატიმრობის შეფარდების თემას "გახარია საქართველოსთვის” წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"სააკაშვილს გვერდით ივანიშვილიც რომ მიუჯდება პოლიტიკურ კორუფციაზე, მაშინ იზეიმებს სრულად სამართალი" - წერს მეზვრიშვილი.

მის პოსტს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პასუხობს:

"არ მჯერა რომ კომენტარებს მიშლის ამიტომ აქ ვუპასუხებ. მიშას და ბიძინას გვერდით გახარიაც ჯდება? მაგალითად 20 ივნისისთვის. ნათია მეზვრიშვილი ადეიშვილის პროკურატურის კადრია. 2007-2009 წლებში მუშაობდა ქალაქის პროკურატურაში რომელიც მაშინდელი ბრალდებებით პოლიტიზებული იყო.

რატომ არ დატოვა ადეიშვილის პროკურატურა თუნდაც იმედში შევარდნის გამო?! ანუ სააკაშვილი რომ "დანაშაულებს ჩადიოდა" ამ დროს რა უნდოდა ადეიშვილის უწყებაში სადაც 2012 წლის ბოლო დღემდე იყო. ცალმხრივი პარტნიორობა, თუნდაც ეს იყოს დროებითი არ არსებობს მეგობრებო! და არც იარსებებს!" - წერს ჟორჟოლიანი.

წაიკითხეთ ასევე: