დასავლეთ ავსტრალიაში, ზვიგენის თავდასხმას 37 წლის სერფერი, სტივენ პეინი ემსხვერპლა. საზარელი შემთხვევა ორშაბათს, პერტიდან დაახლოებით 480 მილის დაშორებით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პეინი ავსტრალიაში საცოლესთან და ძაღლთან ერთად იმყოფებოდა. ზვიგენის თავდასხმას ადგილობრივები შეესწრნენ.
"მათი დასვენება ტრაგიკულად დასრულდა. ყვირილს ხმა გავიგეთ... სხვა სერფერებმა წყლიდან ამოსვლა მოახერხეს. ყველგან სისხლი იყო. მაშველებმა მხოლოდ სერფინგის დაფა იპოვეს" - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ამ დროისთვის სანაპირო ტურისტებისთვის დახურულია. პოლიციის განცხადებით იგი ოთხშაბათს გაიხსნება. ABC-ის ინფორმაციით, რეგიონში 2017 წლიდან ზვიგენის სამი ფატალური თავდასხმა დაფიქსირდა.