ავტორი:

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს - "ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე"

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს - "ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე"

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე შიმშილობას იწყებს.

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც ბიზნესმენმა ციხიდან გამოაგზავნა.

  • "მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე. ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის“, - ნათქვამია გიორგი ჩიკვაიძის წერილში, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ მისმა ძმამ, დიმიტრი ჩიკვაიძემ მიაწოდა.

ასევე, ის ოჯახის ახლობლებსა და ნაცნობებს მიმართავს:

"ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე. მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“.

დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. 11 მარტს გიორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს.