ავტორი:

90-იანი წლების ვარსკვლავი აცხადებს რომ უსახლკაროა და უკვე 3 წელიწადია მანქანაში ცხოვრობს

90-იანი წლების ვარსკვლავი აცხადებს რომ უსახლკაროა და უკვე 3 წელიწადია მანქანაში ცხოვრობს

90-იანი წლების პოპულარული ჯგუფის, En Vogue-ის მომღერალი, 58 წლის დოუნ რობინსონი აცხადებს რომ უსახლკაროა და უკვე 3 წელიწადია მანქანაში ცხოვრობს.

რობინსონმა პოპულარობა R&B-ის ჯანრში სიმღერით მოიპოვა. თუმცა, როგორც YouTube-ის საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, წარსული წარმატების მიუხედავად, ახლა თავის მანქანაში სძინავს.

  • რობინსონი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორიცაა "My Lovin'" და "Hold On". მუსიკოსის თქმით, რთულმა პერიოდებმა აიძულა მანქანაში გაეგრძელებინა ცხოვრება.

  • დოუნ რობინსონი მარცხნიდან მეორე - ჯგუფის წევრებთან ერთად

"მერე რა? რა მოხდება თუ განმსჯიან? ბოლო სამი, თითქმის სამი წელია, ჩემს მანქანაში ვცხოვრობ", - უპასუხა მან ერთ - ერთ გამომწერს.

რობინსონმა განმარტა, რომ 2020 წელს ის მშობლებთან ერთად ლას-ვეგასში ცხოვრობდა. თუმცა შემდეგ მისმა მენეჯერმა აიძულა ახალი პროექტის გამო, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. ის ლოს-ანჯელესში გადავიდა, მაგრამ მოტყუებული აღმოჩნდა და მანქანაში დარჩა.

როგორც მომღერალი ჰყვება, პროდიუსერი შეჰპირდა რომ მასთან აცხოვრებდა, თუმცა საცხოვრებელი არ უზრუნველყო და რვა თვე სასტუმროში გაატარა. პარალელურად საცხოვრებელს ეძებდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და საბოლოოდ დანებდა.

რობინსონის თქმით, შემდეგ მან გაიგო რომ არსებობდა საზოგადოება, რომლებიც საკუთარ მანქანებში ცხოვრობენ.

"თავს თავისუფლად ვგრძნობდი. თითქოს მოგზაურობას ვაპირებდი“, - ამბობს ის.

მომღერალი იმედოვნებს მისი ისტორია ხალხისთვის შთამაგონებელი გახდება.

წყარო