გენერალურმა პროკურატურამ A.K. GROUP-ის ხელმძღვანელებსა და აგენტებს, რომელთა საქმიანობაზე საგამოძიებო ფილმი "სტუდია მონიტორმა" გასულ კვირას გამოაქვეყნა, უძრავი ქონებები დაუყადაღა. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.
"სტუდია მონიტორის" ინფორმაციით, კომპანია A.K. GROUP რეალურად წარმოადგენს თაღლითურ "ქოლ-ცენტრს". მათი ცნობით, ბოლო 3 წელიწადში, ქართველმა “სკამერებმა” (თაღლითებმა) 6,100-ზე მეტი ადამიანი გაძარცვეს და სულ მცირე 35.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს.
ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში იდენტიფიცირება მოახდინეს დანაშაულში ბრალდებული პირების, რომლებიც მათი ცნობით, თაღლითური გზით მოპოვებული თანხებით მოგზაურობდნენ, ატარებენ ძვირფას სამკაულებს და იხდიდნენ მდიდრულ წვეულებებს. ამ ყველაფრის ამსახველ ფოტოებს ისინი სოციალურ ქსელში ათავსებდნენ.
მთავარი ფოტო: გამოყენებულია "სტუდია მონიტორის" მიერ იდენტიფიცირებული პირების ფოტოები, რომლებიც თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში არიან ბრალდებული