ავტორი:

რა არის "უცხო მტრების აქტი", რის გამოყენებასაც ტრამპი გეგმავს?

რა არის "უცხო მტრების აქტი", რის გამოყენებასაც ტრამპი გეგმავს?

დონალდ ტრამპი მასობრივი დეპორტაციის პროცესის დასაჩქარებლად "უცხო მტრების აქტის" გამოყენებას გეგმავს - ინფორმაციის CNN ავრცელებს. ეს აქტი გარკვეულ პირობებში, ხელისუფლებას საშუალებას აძლევს გვერდი აუაროს სამართლებრივ პროცესს და ნარკოდილერები ან კრიმინალური დაჯგუფებების წევრების დეპორტაცია ისე მოახდინოს.

მთავარი სამიზნე იქნება Tren de Aragua (TDA) - ვენესუელური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მოქმედებს. CNN-ის ინფორმაციით, უფლებამოსილების საკითხი ფართოდ განიხილება რამდენიმე უწყებაში, რადგან ადმინისტრაციის წარმომადგენლები კანონის განსახორციელებლად ემზადებიან.

რაც შეეხება პირობებს, ამ აქტის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ აშშ სხვა ქვეყანასთან ომში ჩაებმება ან მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი შეიჭრება. იურიდიული ექსპერტები აცხადებენ, რომ ტრამპს გაუჭირდება ამ აქტის გამოყენება და ქმედება, სავარაუდოდ, სასამართლოში გასაჩივრდება.

ბრენანის ცენტრის თანახმად, "უცხო მტრების აქტი" აშშ-ს ისტორიაში სულ სამჯერ გამოიყენეს ყენებული - პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს იგი გამოიყენებოდა გერმანელი, ავსტრო-უნგრელი, იტალიელი და იაპონელი ემიგრანტების დაკავებისა და გაძევებისთვის.

დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო კამპანიის მთავარ დაპირებას შეასრულებდა და იმიგრაციაზე შეზღუდვებს დააწესებდა, რის განხორციელებასაც ცდილობს...

წყარო