ავტორი:

პუტინი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს  - კიდევ რა თქვა მან ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ?

პუტინი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის იდეას მხარს უჭერს  - კიდევ რა თქვა მან ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ?

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი თანახმაა, უკრაინასთან ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე თუ “კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოიფხვრება”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, მისი და ბელორუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს და აღნიშნა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის მომხრე იქნება იმ შემთხვევაში, თუ ეს "მუდმივ მშვიდობას" გამოიწვევს.

”ჩვენ ვეთანხმებით წინადადებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ამან უნდა გამოიწვიოს მდგრადი მშვიდობა და აღმოფხვრას კრიზისის ძირითადი მიზეზები. ყველა საკითხი ორივე მხარის მიერ გულმოდგინედ უნდა იყოს შესწავლილი. ცეცხლის შეწყვეტის იდეა კარგია და ჩვენ მას აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც უნდა ვიმსჯელოთ. საჭიროა გავმართოთ კონსულტაციები ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან, მათ შორის ტრამპთან", - განაცხადა მან.

პუტინის თქმით, "იდეა კარგია“, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ არის "ნიუანსები“, საკითხები, რომლებიც უნდა იქნას განხილული. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ამერიკელებთან, ასევე, შესაძლოა სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან.

“ვინ გასცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას? და რა წონის იქნება ეს ბრძანებები ფრონტის 2 000 კილომეტრის გასწვრივ? ვინ გადაწყვეტს 2,000-კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა, ვის დაჰბრალდება? ვის დაჰბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ყველა ეს საკითხი ყურადღებით, დეტალურად უნდა იქნას შესწავლილი ორივე მხარის მიერ. ასე რომ, იდეა კარგია, და ჩვენ სრულიად ვუჭერთ მას მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და, ვფიქრობ, მოლაპარაკებები გვჭირდება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან, შეიძლება სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით [გადაჭრას], თავად იდეას მხარს ვუჭერთ”, - განაცხადა პუტინმა.

პრეზიდენტმა კურსკში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშაა.

იხილეთ ასევე: