დემნა გვასალია ტოვებს Balenciaga-ს და როგორც ცნობილი ხდება, ის დაიკავებს Gucci-ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას.
იტალიური მოდის სახლი იმედოვნებს, რომ დემნა "გუჩის" რაღაც განსაკუთრებულს მოუტანს.
"მოდამ განსაზღვრა მისი გზა და დღეს ეს გზა უნიკალურია. ეს არის ის, რაც Gucci-ს იმსახურებს და სჭირდება მას მომავლისთვის“, - თქვა Gucci-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო კანტინომ ჟურნალისტებთან საუბრისას და იქვე დასძინა:
"ჩვენ ვთანხმდებით, რომ დემნა, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო კრეატიული დირექტორია..."
"ინსტაგრამზე" დიზაინერის ოფიციალური გვერდი "demnagram"-იც ავრცელებს განცხადებას.
"ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ, რომ შევუერთდი Gucci-ის ოჯახს. ჩემთვის დიდი პატივია წვლილი შევიტანო სახლში, რომელსაც ღრმად ვცემ პატივს და დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ. მოუთმენლად ველი, რომ სტეფანოსა და მთელ გუნდთან ერთად Gucci-ის საოცარი ისტორიის ახალი თავი დავწერო“, - ნათქვამია დემნა გვასალიას განცხადებაში.
როგორც ირკვევა, დემნა თავის საქმიანობას Balenciaga-ში 9 ივლისს მაღალი მოდის მორიგი ჩვენებით დაასრულებს და მალევე დაიწყებს საქმიანობას Gucci-ში. როდის შეძლებს ქართველი დიზაინერი Gucci-სთვის პირველი კოლექციის წარადგენას, ჯერჯერობით უცნობია.
ცხადად ჩანს, რომ იტალიურ მოდის სახლში დემნაზე დიდ იმედებს ამყარებენ და სამომავლოდ ბრენდის განვითარების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევენ. წყარო
იხილეთ ასევე: