რუსეთი გეგმავს გადადოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ხელმძღვანელობს. Washington Post-ი კრემლის საიდუმლო დოკუმენტის დეტალებზე წერს, რომელიც ევროპის დაზვერვის სამსახურებმა მოიპოვეს.
როგორც მედია წერს დოკუმენტი მოსკოვის ანალიტიკურმა ცენტრმა მოამზადა. ის თავის მხრივ დაკავშირებულია რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან (FSB). შინაარსში აღნიშნულია, რომ “უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი მოგვარება 2026 წლამდე არ მოხდება“.
შინაარსი ასევე ასახავს იმას, თუ როგორ შეუძლია რუსეთს გამოიყენოს მზარდი დაძაბულობა აშშ-ს, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, რათა შეარყიოს ტრამპის პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ამტკიცებს, რომ მეომარ ქვეყნებს შორის "შეუძლებელია" სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა 100 დღის განმავლობაში.
რუსული მხარე ეწინააღმდეგება უკრაინაში რაიმე ფორმით სამშვიდობო მისიების განთავსებას. აღნიშნული პოზიცია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დააფიქსირა, როდესაც განაცხადა რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განლაგებას “არავითარ შემთხვევაში“ არ დათანხმდება.
“არავითარ შემთხვევაში! ჩვენ ამის შესახებ არავინ გვესაუბრება. როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობოების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია ამის განხილვა, მაგრამ ეს ჩვეულებრივ ყველა მხარის თანხმობას მოითხოვს. რატომ უნდა დავთანხმდეთ სამშვიდობო ძალებს ან ნებისმიერ სამშვიდობო ჯგუფს? მათ სურთ, რომ ასეთი ძალა იმ ქვეყნებისგან შედგებოდეს, რომლებმაც მტრად გამოგვაცხადეს. ისინი იქ ისე ჩავლენ, როგორც სამშვიდობოები?!
თუ ნატო-ს გაფართოება ერთი-ერთი ძირითადი მიზეზია, ყოველ შემთხვევაში, ტრამპი ამას აღიარებს, მაშინ ნატო-ს ჯარების იქ ყოფნა, ნებისმიერი დროშის ქვეშ, ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა დაჟინებით უნდა მოითხოვოს სუვერენიტეტი უკრაინის ტერიტორიებზე, რომელიც ომის დროს დაიპყრო. მხოლოდ მას შემდეგ ექნებათ უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს რეგიონებში არსებულ იშვიათი წიაღისეულის მოპოვება.
დოკუმენტი ითვალისწინებს ბუფერული ზონის შექმნას ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში - ბრიანსკის და ბელგოროდის რეგიონებთან ახლოს, ასევე დემილიტარიზებულ ზონას სამხრეთ უკრაინაში ყირიმის მახლობლად.
Washington Post-ის ცნობით, აშშ-ისა და რუსეთის უმაღლესი ოფიციალური პირების შეხვედრამდე, ერთი კვირით ადრე დაიწერა.
იხილეთ ასევე: