აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში, კიტ კელოგი ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებიდან გამორიცხეს მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ მისი მონაწილეობა არ სურდა, - ინფორმაციას NBC News-ი ამერიკელ და რუს ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კელოგი ყოფილი ამერიკელი გენერალია, უკრაინასთან ძალიან დაახლოებული. არ არის ჩვენი ტიპის ადამიანი, არც იმ კალიბრის, რომელსაც ჩვენ ვეძებთ“, - განაცხადა წყარომ NBC News-თან საუბარში.
გამოცემა წერს, რომ კელოგის ოფისმა არ უპასუხა მათ შეკითხვას, თუ რატომ არ ჩაერთო ის მოლაპარაკებებში და მოითხოვა თუ არა რუსეთმა მისი არ დასწრება.