ავტორი:

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური პატიმრობაში რჩება

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური პატიმრობაში რჩება

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაური კვლავ პატიმრობაში რჩება.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.

დღევანდელ სხდომაზე პატრულ-ინსპექტორებმა და გამომძიებელმა მისცეს ჩვენება. ასევე, გადაისინჯა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ის ძალაში დარჩა.

პროკურორი თამარ იაკობიძე აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის კვლავ ძალაში დარჩენას ითხოვდა, ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე კი აცხადებდა, რომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები არ არსებობდა.

სიტყვით ისარგებლა ანატოლი გიგაურმა და აღნიშნა: „ჩემს ბრძოლას ბოლომდე მივიყვან, ვერც ეღირსებით, რომ საქართველოდან წავიდე, ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.