თვითმხილველების თქმით, 5-ჯერ გაისროლეს - მკვლელობა ჭავჭავაძეზე: რა ხდება ცნობილი?

თვითმხილველების თქმით, 5-ჯერ გაისროლეს - მკვლელობა ჭავჭავაძეზე: რა ხდება ცნობილი?
  • ფოტო: "ფეისბუქის" გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს"

მკვლელობა მოხდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე . ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. ასევე დაჭრილია მისი თანმხლები პირი. ის კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო პროცედურები უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ გასროლის ხმა გაიგეს. ასევე მათივე თქმით, გასროლა მოხდა ავტომობილიდან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.