ავტორი:

10 გასროლის ხმა გაისმა, დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი - რა დეტალები ხდება ცნობილი ჭავჭავაძეზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

10 გასროლის ხმა გაისმა, დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი - რა დეტალები ხდება ცნობილი ჭავჭავაძეზე მომხდარი მკვლელობის შესახებ

თვითმხილველების ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც მამაკაცი მოკლეს და მისი თანმხლები პირი დაჭრეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც თვითმხილველები "ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, 2 ტყვია იქვე მდებარე ერთ-ერთი კაფეს მინებს მოხვდა.

დაჭრილი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ში ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.